“ოპოზიციის ხმა იმ პოლიტიკური სამარიდან გვესმის, რომელიც თავად თავიანთი ქმედებებით გათხარეს” – ირაკლი კირცხალია

“ოპოზიციის ხმა იმ პოლიტიკური სამარიდან გვესმის, რომელიც თავად თავიანთი ქმედებებით გათხარეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე არიან გამოსულები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგენტებმა და მათმა პატრონებმა საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს, თუმცა ამ არჩევნებში 38 პროცენტი აიღეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, განახევრებულია, რადგან მათ თავიანთ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენეს და მანდატებზე უარი თქვეს. ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება მოხდება, თუ რამდენად ფსკერზე არიან და როგორ გათხარეს პოლიტიკური სამარე“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები