“ზურაბიშვილის ვრცელი კომენტარები, რომლებიც მან გააკეთა “ფეიკ” პოროშენკოსთან საუბრის დროს, მეტყველებს, რომ მისი მთავარი ამოცანა სწორედაც იმ გეგმის განხორციელებაა, რასაც ჰქვია რევოლუცია” – ვოლსკი
“სალომე ზურაბიშვილის ვრცელი კომენტარები, რომლებიც მან გააკეთა “ფეიკ” პოროშენკოსთან საუბრის დროს, იმაზე მეტყველებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავარი ამოცანა სწორედაც იმ გეგმის განხორციელებაა, რასაც ჰქვია რევოლუცია და დესტაბილიზაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
მისი თქმით, ზურაბიშვილი პირდაპირ ითხოვს თანხებს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ისეთი პროცესები, როგორიც განვითარდა უკრაინაში.
” 26 მაისს თარიღის გამოყენება მის მიერ იგეგმებოდა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ახალწვეულების, უცხოელი სტუმრების და ომებში დაღუპული მეომრების ოჯახების წევრების წარმომადგენლების წინაშე გააკეთა. ეს იყო უტიფრობის მწვერვალი, როდესაც იგი ამ მაღალი ტრიბუნიდან მიმართავდა ჯარს დაუმორჩილებლობისაკენ”, – ამბობს ვოლსკი.