არჩილ გორდულაძე: რადიკალური ოპოზიცია მართულია გარე ძალების მიერ და მან მიიღო დავალება, რომ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაემართა
,,რადიკალური ოპოზიცია მართულია გარე ძალების მიერ და მან მიიღო დავალება, რომ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაემართა და, შესაბამისად, მისი პოზიციაც შეიცვალა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული [ეუთოს] გენერალური მდივნის მიმართ, ახლა ცდილობენ, რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიმცემისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, რომ ეუთოს გენმდივანს არ შეხვედროდნენ და ახლა ამ დავალების შესასრულებლად ცდილობენ, რომ შედგეს ასეთი შეხვედრა. არ აინტერესებთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რეალურად ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მოწადინებულები არიან, რომ როგორმე შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.