დნეპრზე რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთმა უპილოტო და სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა. ღამის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 16 პაციენტი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ამ დრომდე სახანძრო- სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები