“ვხედავთ, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოელი დონორებისგან, გამორჩეულები არიან თავიანთი ლიბერალური ფაშიზმით” – გორდულაძე
“ვხედავთ, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოელი დონორებისგან გამორჩეულები არიან თავიანთი ლიბერალური ფაშიზმით”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ეს ადამიანები ადამიანების უფლებებს არაფრად აგდებენ.
“ამ ყველაფერს აკეთებენ უცხოური დონორების მიერ გაცემული და შესაბამისად, მათ მიერ მიღებული თანხებით. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არცერთ დონორს. გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავეცით თანხები და პასუხისმგებლები არ ვართ, თუ რას გააკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთოდ პასუხის ღირსადაც კი არ თვლიან ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა
გორდულაძემ.