კირცხალია – გრანტების კანონზე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისთვის, რომ იყოს ბერკეტები, ფილტრი, რომ აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს

“მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის, რომ იყოს მაქსიმალური შემზღუდავი ბერკეტები, მაქსიმალური ფილტრი, რათა აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, იმ ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს, ის ხალხი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრობდა რუსთაველის გამზირზე 2022 წელს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გრანტების კანონზე საუბრისას განუცხადა.

„როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენი ქვეყნის მიმართ, მსგავსი კანონი არის მნიშვნელოვანი პირდაპირ პრევენციული კუთხით, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ჩვენს ქვეყანაში უცხო გავლენა, ბოროტი, ბინძური და მტრული გავლენა და ის ინტერესები, რომელიც ნიშნავს და წარმოადგენს პირდაპირ ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, იმ პროქს დამანგრეველ ომში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის შუაგულში.

ისინი არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ წარმოადგენდნენ თავიდანვე. ესენი იყვნენ ორგანიზაციები, შპს-ები, რომელიც იყვნენ იმ დიდი ბინძური და შავი ფულის გამტარი ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისთვის. პოლიტიკური პარტიის შემადგენელი შპს, რომელიც თავის თავს არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს რა განცხადებას გააკეთებს, ჩემთვის, ქართველებისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რადგან მათ სახე, წარსული, მოქმედების ველი, არეალი და მიზნები ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები