“დღეს ვითარებამ გვიჩვენა, როცა აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია” – ვოლსკი

“ეს რეალობაა, ამ რეალობას დაუპირისპირდა ევროსტრუქტურა და გადაწყვიტა, რომ თავად ილაპარაკოს ამის თაობაზე, ვიდრე რაღაც სკანდალური პროცესის შედეგად მოხდეს ამ ციფრების წარმოჩენა. ფაქტობრივად, ბევრი რამ შეიძლება, ისე შევაფასოთ, როგორც შავი თანხა, ანუ თანხა, რომელიც გაუმჭვირვალეა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის აუდიტის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

„ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ტრანსპარენტულობის შესახებ კანონის მიღება, რადგან ჩვენ არ გვეთქვა, რომ „თქვენ თვითონ გაქვთ ეს კანონი მიღებული და საქართველოს რას ერჩით“. დღეს კი ვითარებამ გვიჩვენა, როცა ეს აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები