გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობამ ლიბანის ქუჩის N29 და დავით ჯაბიძის ქუჩის N31 კორპუსებთან, დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

ლიბანის ქუჩაზე, N29 კორპუსთან გზის სავალი ნაწილის მონაკვეთის ჩამოშლის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის აღდგენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 მეტრი სიგრძის კედელს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 233 430 ლარი დაიხარჯა.

დავით ჯაბიძის ქუჩაზე, N31 კორპუსთან კი, ჩამოინგრა ძველი დაზიანებული კედელი, რის შემდეგაც ახალი კედლის მოწყობა დაიგეგმა. პროექტის მიხედვით, განხორციელდა 25 მეტრი სიგრძის კედლის მშენებლობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 529 ლარი გამოიყო.

ამასთან, ორივე მისამართზე დაგეგმილია კედლების მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოების განხორციელება.

დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები