ტრამპი: არ მომწონს დაბომბვები, რომლებიც უკრაინაში გრძელდება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან საუბარი სარაკეტო იერიშების შეჩერებაზე აქტიურად მიმდინარეობს.

“ჩვენ ველაპარაკებით რუსებს და გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ. მე არ მომწონს დაბომბვა, რომელიც არ ჩერდება და ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა კვდება. საშინელებაა და ეს არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი” – ამბობს ტრამპი.

შეგახსენებთ, 5 აპრილს რუსების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 20-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები