ვენსი: აშშ თავის ინტერესებს გრენლანდიაში ნებისმიერ ფასად დაიცავს
შეერთებული შტატები დაიცავს თავის ინტერესებს გრენლანდიაში ნებისმიერ ფასად- ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა.
„გრენლანდია მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისა და სარაკეტო თავდაცვისთვის. ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ამერიკის ინტერესები ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსის თქმით, გრენლანდიელებმა განაცხადეს, რომ დანიისგან დამოუკიდებლობა სურთ და ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას „მეტ ფულს“ გადაუხდის, ვიდრე დანია.
“პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია გრენლანდიის მოსახლეობას გაცილებით მეტი ფული მივცეთ, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. ისევ იმიტომ, რომ უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოაცხადა თავისი განზრახვა, აიღოს კონტროლი გრენლანდიაზე, რომელიც ახლა ავტონომიით დანიის ნაწილია.