თბილისის მერიასთან ინციდენტი მოხდა

თბილისის მერიასთან ხმაურია. ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობასთან თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე სადავო კორპუსების ბინადრები და მესაკუთრეები არიან შეკრებილები.
9-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ოჯახები მერიას სთხოვენ, რომ ტერიტორიიდან არ გაასახლონ. თავის მხრივ, ქალაქის მთავრობას საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ შპს „მეტრომშენის“ თანამშრომლები, რომლებიც თავს ბინების კანონიერ მეპატრონეებად აცხადებენ და პოზიციას სასამართლოს გადაწყვეტილებით ამყარებენ.
მერის მოადგილესთან მიმდინარე შეხვედრას დაპირისპირებული მხარეები შენობის წინ ელოდებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცველებმა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები