ოთარ დანელია გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გერმანული მხარის ინიციატივით გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა. ელჩი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვით დაინტერესედა.
„სოფლის მეურნეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და, ჩვენი მხრივ, მზად ვართ, მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში“,- განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
„ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას. სამთავრობო დონეზე უკვე შემუშავებულია 3 წლიანი სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ის ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით გვეკისრება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები