მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 კბ/მ საშეშე მერქანს მიიღებს

 მაღამთიანი სოფლების მოსახლეობა 15 კბ/მ საშეშე მერქანს მიიღებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი საშეშე მერქნით მომარაგების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისთვის განკუთვნილი შეშის ლიმიტი გაორმაგდა და მათ 7 კბ/მ-ის ნაცვლად 15 კბ/მ შეშის მოპოვებისა და გამოყენების უფლება მიეცა. მთავრობის ახალი დადგენილებით, ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებლობა მიეცა, 7მ3-ის ნაცვლად მოითხოვოს და მიიღოს არა უმეტეს 15 მ3-ი II ხარისხის ხე-ტყე. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის გარდა, ახალი დადგენილებით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობაც სარგებლობს. ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები