პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„დგება ხალხის გაზაფხული“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 20:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით რამდენიმე მარში დაიძრა.

როგორც ცნობილია, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 124-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები