დავით ჯალაღანია: ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საფრთხეებს შეიცავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. “ეს არის რუსეთის შიდა საქმე. სავარაუდოდ, რუსეთის განვითარების შიდა გეგმაში არის გათვალისწინებული აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა, თუმცა ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს”, – განაცხადა ჯალაღანიამ. თუმცა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრეი ბონდარევი აცხადებს.
მისი თქმით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები