თურქეთში, სათხილამურო კურორტ ულუდაღის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რასაც ორი ადამიანი ემახვერპლა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სათხილამურო ინსტრუქტორის და მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 3 მათგანი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სარემონტო სამუშაოები, ან სამზარეულოში ცეცხლის გაუფრთხილებლად გამოყენება ყოფილიყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.