რუბიო – ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს

ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

“ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი”,- განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, საუდის არაბეთში შეხვედრები შესაბამის მხარეებთან იმ იმედით მიმდინარეობს, რომ მიიღწევა ის შედეგები, რაც ყველას სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები