რუსულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავს

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებმა, საუდის არაბეთის დედაქალაქ, ერ-რიადში უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, აშშ-ისა და უკრაინის გუნდებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის დელეგაცია რჩება საუდის არაბეთში, აშშ-სთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერხი ლეშჩენკომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეგულარულად გაიმართება.

“ეს ტექნიკური მოლაპარაკებებია. როგორც წესი, მოლაპარაკებები ერთ დღეს არ ხდება. ზოგჯერ ისინი გრძელდება თვეები და ზოგიერთი მოლაპარაკება, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში პრობლემის მოგვარების საკითხი, წლების განმავლობაში გრძელდება. არ მინდა, რომ ჩვენ ამას შევადაროთ. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ შეხვედრები იქნება საკმაოდ რეგულარული და ყველა შეხვედრა არ მთავრდება საჯარო განცხადებებით.

ლეშჩენკომ თქვა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები, ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ინფრასტრუქტურასა და გემების უსაფრთხოებას“ ეხება.

უკრაინელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-რუსეთის შეხვედრის შედეგს ელოდებიან და ამის საფუძველზე აშშ-სთან კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები