ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო
აჭარაში, ქობულეთში, ზღვაში 8 წლის გოგონა დაიხრჩო.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მაშველებმა ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.