გურამ მაჭარაშვილი – არჩევნებთან, გაყალბებასთან და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები დასრულებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს

„არჩევნებთან, გაყალბებასთან და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები დასრულებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს და თუ ვინმე მანდატს არ იყენებს, მით უფრო, ისეთი ტიპის ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც 40% აქვს, ეს მათი ბრალიაო,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ასეულობით რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც საუბარი იყო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მხარდაჭერაზე, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ.

„არჩევნებთან, გაყალბებასთან და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები დასრულებულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა წერტილი დასვა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს და თუ ვინმე თავის მანდატს არ იყენებს, მით უფრო, ისეთი ტიპის ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც 40% აქვს, ეს მათი ბრალია. ეს არის მოცემულობა. იმედი გვაქვს, ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც და ბიუროკრატიაშიც გადახედავენ ეუთო/ოდირს, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნის დაწერის უფლება აქვს. რეზოლუციას რაც შეეხება, პირველი, ჩვენ ასეულობით რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი, სადაც საუბარი იყო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მხარდაჭერაზე, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ უილსონთან ერთად, რომელიც საქართველოს გაცხადებული მოწინააღმდეგეა, უკრაინის ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთი რეზოლუციის ავტორი, სადაც საქართველოსთან მიმართებით უსამართლო საუბარია არჩევნებზე და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. უკრაინის დელეგაციის მხრიდან რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან დასანანია. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაცია დადგა უილსონის გვერდით, რაც კიდევ ერთხელ მტკიცებულებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის სწორედ ის „დიფ სთეითი“, რომლის წარმომადგენლობაც ახლა უკრაინის ხელისუფლებაში ზის.

რეზოლუცია რეზოლუციად, მაგრამ ეუთო/ოდირი და მისი გენერალური მდივანი წერტილს სვამს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. რეზოლიციები, რეზოლუციაში ცვლილებები და ა.შ. ისტორიას მათ სამარცხვინოდ დარჩება, მაგრამ ჩვენ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ დარჩება ეუთო/ოდირის დასკვნა, ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი განმარტებით, რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი – ტყუილს დღევანდელ სამყაროში ძალიან მოკლე ფეხები აქვს.

„მათი მთავარი მიზანია საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება. თეთრზე შავს ამბობენ, ყველაფერი პირიქით თქვეს, მაგრამ ტყუილს დღევანდელ სამყაროში ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ტყუილს როდესაც ამბობ, წამებში იშიფრები, ამ ტყუილმა შეიძლება, 5-10 ან 15 წუთი გაძლოს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები