სერბეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გადადგა

სერბეთის პარლამენტმა,  პრემიერ-მინისტრ –  მილოშ ვუჩევიჩის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა,- ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტ ვუჩევიჩს ახლა 30 დღე აქვს, რათა პარლამენტს შესთავაზოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, რომელიც უხელმძღვანელებს მთავრობას 2027 წლამდე. თუ ვუჩევიჩი ვადაში ვერ დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატს, არჩევნები ჩატარდება 45-დან 60 დღემდე.

ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს ვადამდელი კენჭისყრის შესაძლებლობა და მოითხოვეს დროებითი მთავრობა.

პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩევიჩის მოკავშირეა, გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ 28 იანვარს განაცხადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. თუმცა პარლამენტმა მისი გადადგომა ახლა დაამტკიცა.

მანამდე, შაბათს, 100 000-ზე მეტი მომიტინგე ჩავიდა ბელგრადში, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციისთვის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნოვი-სადში ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, იყო გავრცელებული კორუფციისა და არასწორი მენეჯმენტის შედეგი, მთავრობა კი ამას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები