მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ინდოეთში” – კირცხალია
“ინდოეთი აუცილებლად იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ინდოეთში” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა იმ მთავარ პრიორიტეტს, მთავარ გეოპოლიტიკურ ნიშას, რაც გვიჭირავს ჩვენს ქვეყანას, რაც ნიშნავს ჩვენს კარიბჭედ ყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობაა და ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და დიდ არქიტექტურულ ცვლილებაში მსოფლიო პოლიტიკაში, საქართველო რეგიონულ ჭრილში იკავებს ერთ-ერთ საკვანძო ადგილს, ამიტომ ჩვენი მიდგომები იქნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად სამშვიდობო ქოლგის ქვეშ და მშვიდობის პოლიტიკით“, – აღნიშნა კირცხალიამ.