ირაკლი გოგავა: უკრაინელი ხალხი ომის გაგრძელებას მხარს არ უჭერს; თავიდან პროპაგანდამ იმუშავა, რომ რუსეთის დამარცხებას აპირებდნენ, მაგრამ ყველამ ნახა, რომ რეალობა სხვაა
“უკრაინელი ხალხი ომის გაგრძელებას მხარს არ უჭერს. თავიდან პროპაგანდამ იმუშავა, რომ რუსეთის დამარცხებას აპირებდნენ, მაგრამ ყველამ ნახა, რომ რეალობა სხვაა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ზელენსკისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი კარიერა და შეიძლება სხვა რამეც დასრულდება და ამიტომ ის ცდილობს ისეთ კონდიციამდე მიიყვანოს ვითარება, რომ აშშ კვლავ ჩაითრიოს ამ ომის ესკალაციაში, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან ეს არის თავიდან ბოლომდე გლობალისტების გეგმა. პირდაპირ რომ ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კონფლიქტთან გვაქვს საქმე. ამიტომაც უტევს ტრამპი კანადას, როგორც ბრიტანული თანამეგობრობის სერიოზულ ნაწილს. კონფლიქტი სახეზეა და ეს კონფლიქტი მხოლოდ გამწვავდება, რადგან ბრძოლა მიდის მომავლისთვის, ვინ იქნება მომავალში მმართველი ძალა.
ამერიკაშიც და ევროპაშიც მეინსტრიმულ მედიას, ტოტალურად აკონტროლებენ გლობალისტები, მაგრამ ტრამპის მედიამ, ანუ სოციალურმა ქსელებმა, მოიგო საარჩევნო ბატალია. ეს ნიშნავს, რომ ხალხი სოციალურ მედიაზე გადმოდის და ამ გზით უნდა ამ მეინსტრიმული მედიის ნიველირება ტრამპს, რაც საარჩევნო რეჟიმში მოახერხა. ტოტალური ომი მიდის გლობალისტებსა და კონსერვატორებს შორის“, – განაცხადა გოგავამ.