ისრაელმა დაარღვია “ჰამასთან” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მისი საჰაერო თავდასხმების შედეგად 326 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის ხელისუფლებამ გაავრცელა.
როგორც “როიტერი” წერს, ღაზაში, ღამით განახლებული ბრძოლისა და მასიური საავიაციო რეიდების შედეგად, მოკლულია ათობით მაღალი რანგის “ჰამასის” პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური.
თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ბრძოლის განახლების შესახებ, ისრაელმა კოორდინაცია გაუწია ტრამპის ადმინისტრაციას და ეს სწორედ ის ჯოჯოხეთია, რასაც ტრამპი ჰპირდებოდა “ჰამასს”.
ამასთან,ჰამასმა ისრაელი დაადანაშაულა იანვარში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებაში, რამაც გაურკვეველი დატოვა ღაზაში 59 მძევლის ბედი.
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელი ხსნის თავშესაფრებს კომერციულ ცენტრ თელ-ავივში, რათა მოემზადოს “ჰამასის” ან იემენის შესაძლო შურისძიებისთვის.