საქართველოს ელჩი ინდოეთში: ტვირთბრუნვა ძალიან სწრაფად იზრდება ამ რეგიონში – შესაბამისად, საქართველო სწორედ ამაზე ახდენს პოზიციონირებას, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს სატრანზიტო მიზნებისთვის

“ტვირთბრუნვა ძალიან სწრაფად იზრდება ამ რეგიონში. შესაბამისად, სხვა გზები არის საძიებელი და საქართველო სწორედ ამაზე ახდენს პოზიციონირებას, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს სატრანზიტო მიზნებისთვის”, – ამის შესახებ ინდოეთში, საქართველოს ელჩმა – ვახტანგ ჯაოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კავკასიასთან დაკავშირებით პანელზე მიიღებს მონაწილეობას.

„Raisina-ს კონფერენციის ფარგლებში მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს კავკასიასთან დაკავშირებით პანელზე. პანელის მოდერატორი იქნება ინდოეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მინისტრი ისაუბრებს კავკასიის რეგიონზე, მასში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონის სატრანზიტო როლზე და განსაკუთრებით იმ პოტენციალზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთიდან – დასავლეთით და ჩრდილოეთიდან – სამხრეთით. ტვირთბრუნვა ძალიან სწრაფად იზრდება ამ რეგიონში. შესაბამისად, სხვა გზები არის საძიებელი და საქართველო სწორედ ამაზე ახდენს პოზიციონირებას, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს სატრანზიტო მიზნებისთვის“, – განაცხადა ჯაოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები