ბოჟაძე – ლანდსბერგის ვიზიტზე: კვლავ ცდილობს, თავისი რესურსები გამოიყენოს ოპოზიციის მხარდასაჭერად, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად
“კვლავ ცდილობს, თავისი რესურსები გამოიყენოს ოპოზიციის მხარდასაჭერად, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო ბოჟაძე აცხადებს, რითაც საქართველოში ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის მორიგ ვიზიტს აფასებს.
„ის არაერთხელ იყო საქართველოში, პირდაპირ იღებდა მონაწილეობას ოპოზიციის მიტინგებში. ამ არჩევნების შემდეგ, როდესაც მისი პარტია დამარცხდა ის აღარ არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთოდ, პოლიტიკაშიც აღარ არის. ის აგრძელებს თანამშრომლობას რადიკალურ ოპოზიციასთან, ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და როგორც ჩანს, კვლავ ცდილობს მისი რესურსები გამოიყენოს ოპოზიციის მხარდასაჭერად, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად. ნათლად გამოჩნდა, რომ ის სანქციები, რომელიც მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა დააკისრეს სხვადასხვა პოლიტიკოსს თუ თანამდებობის პირს, პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ცდილობენ გარედან მოახდინონ ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზეც, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ისევ საქართველოშია და შეხვედრებს განაგრძობს.