რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 57 უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 35 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს, 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 35 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 13 უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე, 7 ა აზოვის ზღვის წყლებზე, 1 – ტულას რეგიონის ტერიტორიაზე”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.