გიორგი გამსახურდია: ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია – ფაქტობრივად ერთი ნარატივი და ერთი სალაპარაკო გვქონდა
დაფინანსების ლომის წილი უცხოეთიდან მოდიოდა და ეს სურათს ძალიან შეეტყობა. ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია. ფაქტობრივად ერთი ნარატივი და ერთი სალაპარაკო გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ უცხოურ დაფინანსებებზე საუბრისას განაცხადა.
„გამორიცხულია, რომ ამერიკიდან რაღაც თანხა წამოვიდეს ჩვენს საწინააღმდეგოდ. არსებობს ევროპული ფონდები, მაგრამ ის შედეგი არ ექნებათ. ამერიკიდან მხარდაჭერის გარეშე ევროპული ფონდები და ე.წ. მხარდამჭერები მილევად რეჟიმში არიან“, – აღნიშნა გამსახურდიამ.