გიორგი გამსახურდია – ოპოზიციაზე: უფრო რადიკალიზაციისკენ წავლენ, ერთი გასვენება ხალხი არიან დარჩენილი, რამდენიმე დღეა ჩამოვედი და ვაკვირდები, როგორ თესავენ ზიზღს, ბოროტებას
უფრო რადიკალიზაციისკენ წავლენ. ერთი გასვენება ხალხი არიან დარჩენილი. რამდენიმე დღეა ჩამოვედი და ვაკვირდები, როგორ თესავენ ზიზღს, ბოროტებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სამართალდამცავების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიმართ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება.
„[ოპოზიცია] უფრო რადიკალიზაციისკენ წავლენ. ერთი გასვენება ხალხი არიან დარჩენილი. რამდენიმე დღეა ჩამოვედი და ვაკვირდები, როგორ თესავენ ზიზღს, ბოროტებას. ნორმალურ, მშვიდობიან პროცესში მათ შანსი არ აქვთ. ისინი არსებობენ ტურბულენტობის პირობებში. შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას სამართალდამცავების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიმართ. კიდევ ბევრ რამეს აეხდება მალე ფარდა“, – აღნიშნა გამსახურდიამ.