პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.
„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა უკრაინაში მებრძოლების გაგზავნა აიძულონ. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები საპროტესტო აქციას აორგანიზებენ.
2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.