ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე  ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე გაჯიმურად ალიკჰმაევთან დათმო.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე ვლადიმერ გამყრელიძემ სომეხი მეტოქე დაამარცხა, მეოთხედფინალში მოლდოველი სპორტსმენის  გამოუცხადებლობის გამო გამარჯვება მიენიჭა, ნახევარფინალში კი ქართველმა მოჭიდავემ ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ხიდირ კურბან საიპუდინოვს სძლია.

გუშინ ალბანეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ბრინჯაოს მედალი ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ) მოუტანა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ყირგიზი სპორტსმენი დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენები ალბანეთის საერთაშორისო სარეტინგო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები