თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, გურიაში დამატებითი რესურსის საჭიროება აღარ დგას და კრიტიკული ეტაპი გადალახულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გურიაში დამატებითი რესურსის საჭიროება აღარ დგას და კრიტიკული ეტაპი გადალახულია.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც დიდთოვლობამ ბოლო რამდენიმე დღეში გადაადგილების მხრივ პრობლემები შექმნა, 100-ზე მეტი საევაკუაციო ღონისძიების ჩატარება მოუწიათ.

„საჭირო რაოდენობაა ცოცხალი ძალის. ჩარჩენილი ვინც იყო და ჩათვალა, რომ გამოყვანა სჭირდებოდა, ყველა გამოვიყვანეთ. 100-ზე მეტი საევაკუაციო ღონისძიება ჩავატარეთ. მაშველების და თავდაცვის ძალების მეშვეობით ვახერხებთ ადგილზე ექიმების შეყვანას და მედიკამენტების მიწოდება. შესაბამისად იღებენ სამედიცინო დახმარებას ის ადამიანები, ვისაც ესაჭიროება.

იმ სოფლებში, სადაც ვერ მოხერხდა გზების საშუალებით მისვლა, ვახერხებთ ამ ყველაფერს თოვლმავლების და სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ვახერხებთ. ეს ყველაფერი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მსგავსი პრობლემა, რომ ვინმეს სადმე რაიმე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ან კვებით, თუ შეშით უზრუნველყოფა, არ დაფიქსირებულა. იყო ევაკუაციის საჭიროება, თუმცა ხშირი შემთხვევები არ არის. დღეის მდგომარეობით, დამატებითი რესურსის, როგორც ცოცხალი ძალის, ისე რაიმე ტექნიკის [საჭიროება] აბსოლუტურად აღარ დგას გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი გამოწვევები, კრიტიკული ეტაპი გადალახულია. ზედმეტი დამატება რაიმე ძალის, ან ტექნიკის, აღარ საჭიროებს“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები