გენო პეტრიაშვილი: ყველა უწყება არის მაქსიმალურად მობილიზებული

„ყველა უწყება არის მაქსიმალურად მობილიზებული,” – ამის შესახებ ქობულეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეწიოს დახმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას საჭიროებს.

„ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდებათ მაქსიმალურად მალე აღმოუჩინონ დახმარება. მალე მივიდნენ ადგილამდე. ყველა უწყება არის მაქსიმალურად მობილიზებული. მინდა ჩვენს საზოგადოებას გამძლეობა და მხნეობა ვუსურვო და მშვიდობა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები