ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში

ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს ისინი გარედან ელოდებიან ინსტრუქციებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში. ამიტომ, ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. როგორც ჩანს ისინი გარედან ელოდებიან ინსტრუქციებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ფორმითაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, გაერთიანებულები გამოვლენ თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავამარცხოთ რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები