„ქართული სიმღერა ბათუმს“ – ხუთი ანსამბლის კონცერტი გაიმართება
ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტით – „ქართული სიმღერა საქართველოს“, 23 აპრილს მსმენელს ბათუმში შეხვდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხუთი ანსამბლის გაერთიანება: „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“ ბათუმელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.
საკონცერტო პროექტი სახელწოდებით „ქართული სიმღერა ბათუმს“, ხორციელდება ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.
ღონისძიება გაიმართება ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრში.