ვლადიმერ ბოჟაძე: მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით ბოლო სამი წელი იყო ყველაზე მძიმე, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა
13 წლის წინ დაფუძნდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში შეძლო, დაემარცხებინა „ნაციონალური მოძრაობა“, სისხლიანი რეჟიმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, 13 წლის თავზე დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, როგორიც არასდროს ყოფილა.
„ყველა წარმატება, რაც ევროკავშირთან გვაქვს, სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მზად ვიყოთ, სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მომზადებული ვიყოთ. ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ის მშვიდობა და სტაბილურობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს და განსაკუთრებით სწორედ სამი წელი იყო ყველაზე მძიმე ჩვენს ქვეყანაში, რათა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა.
ბოლო ოთხი წელია, ეკონომიკაში, ფაქტობრივად, ორნიშნა ზრდა გვაქვს. 10 ათას დოლარს გადააჭარბებს შემოსავალი წელს უკვე თითოეულ მოქალაქეზე და მომავალ წლებშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის წინსვლა და განვითარება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.