16 თებერვალი ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა
16 თებერვალი ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა. დღეს 56 წლის გახდებოდა. ფოტოს „ფეისბუქის“ გვერდი – „გივი ბერიკაშვილი“ ავრცელებს.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მათ შორის ალვარო (ტენესი უილიამსი „ვარდის სვირინგი“, რეჟისორი გიორგი კავილაძე), ტაფელოვი (დავით კლდიაშვილის მიხედვით „ბაკულას ღორები”, რეჟისორები ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე), სილვიუსი (უილიამ შექსპირი „როგორც გენებოთ”, რეჟისორი ლევან წულაძე), ქეშელა (მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით „ჯაყო – ხვალ ომი იქნება“…, რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი), ივან კუზმას ძე შპეკინი (ნიკოლოზ გოგოლი „რევიზორი”, რეჟისორი გიზო ჟორდანია), ექვთიმე თაყაიშვილი (გურამ ქართველიშვილი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, რეჟისორი ლევან წულაძე), ოტია ქამუშაძე (დავით კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება”, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), გიგოია, სიკოია, ნიკო (დავით კლდიაშვილი „სოლომონ მორბელაძე“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე), სტუდენტი (პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“, რეჟისორი ლევან წულაძე) და სხვა.