ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს.
„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, – აღნიშნა ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც მან ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა, რომელსაც ხელს აწერენ: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ფედერალისტები“.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიმშილობას წყვეტს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გედევან ფოფხაძეც.