ზელენსკი: გერმანია მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციის შეცვლის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ბერლინი ახლა მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ალიანსში.

Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან კიევში შეხვედრის წინ გააკეთა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია – არა მხოლოდ ევროკავშირში ჩვენი მომავლის კუთხით. მინდა პირადად მადლობა გადაგიხადოთ იმ სიგნალისთვის, რომელიც გერმანიიდან დიდი ხანია არ გვსმენია, შესაძლოა არასდროს. ნატოს სამიტის დროს, ნატოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაჩნია, რომ უკრაინა ალიანსში უნდა იყოს. ეს ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესებში შედის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენის თქმით, „ძალიან კმაყოფილია მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“.

შეგახსენებთ, რომ ადრე ზელენსკიმ აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე ქვეყნებად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები