შეკვეთილში „ციცინათელას“ განახლებული პარკი გაიხსნა
შეკვეთილში „ციცინათელას“ განახლებული პარკი გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „Starring Georgia”-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ატრაქციონების პარკში განახლდა ტექნიკური ნაწილი. შეიცვალა ციცინათელას კონცეფციაც.
პარკის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, “Starring Georgia“-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესა და კომპანიის დირექტორ თამარ ჩხაიძესთან ერთად, განახლებული პარკის ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც გიორგი მირცხულავამ აღნიშნა, კულტურის სამინისტრო „Starring Georgia“-ს ხელს შეუწყობს ციცინათელას პარკში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.