Bloomberg: ევროკავშირი მზადაა, აშშ-თან სავაჭრო შეთანხმება დადოს

ევროკავშირი მზად არის, აშშ-თან სავაჭრო შეთანხმება დადოს, რომელიც ბლოკის ბევრ საქონელზე 10%-იან ტარიფს მოიცავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად ამისა, ევროკავშირს სურს, რომ ვაშინგტონმა ისეთი ძირითადი სექტორების იმპორტის ტარიფები შეამციროს, როგორიცაა ფარმაცევტული პროდუქცია, ალკოჰოლი და ნახევარგამტარები.

„ევროკავშირი მზადაა მიიღოს სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომელიც მოიცავს 10%-იან ტრანზიტულ ტარიფს ბლოკის მრავალ საექსპორტო პროდუქტზე, მაგრამ სურს, რომ აშშ-მა აიღოს ვალდებულება, დააწესოს დაბალი ტარიფები ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ფარმაცევტული პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ნახევარგამტარები და კომერციული თვითმფრინავები“, – წერს გამოცემა.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ევროკავშირი ასევე უბიძგებს აშშ-ს, შემოიღოს კვოტები და შეღავათები, რათა ეფექტურად შეამციროს აშშ-ის ტარიფები მსუბუქ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე, ასევე ფოლადსა და ალუმინზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები