ლევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს

ევრო ბიუროკრატები თურმე გვიწუნებენ იმას, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკოსები – თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს და ა.შ., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი პროფესია ინდულგენცია არ არის და ვინც კანონს დაარღვევს, ის შესაბამის სასჯელს მიიღებს.

„ეს მათ სჭირდებათ სპეციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ თემები შემოაკლდათ, უკვე არჩევნებზეც ვერაფერს ვერ ამბობენ, რადგან მტკიცებულებაც დადებული არ აქვთ და ახლა მათი დღის წესრიგი არის მთლიანად აწყობილი იმაზე, რომ თურმე, საქართველოში დაწყებულია პოლიტიკური დევნა.

ვერც „ქართული ოცნება“, ვერც მთავრობა და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერც ვერავის ვერ დააძალებენ, რომ კანონიერად იმოქმედოს და ვერც ვერავის ვერ აიძულებენ, რომ საპირისპიროდ იმოქმედოს. ყველამ იცის კანონი – ინდულგენცია არც პოლიტიკოსობა და არც რომელიმე სხვა პროფესია არ არის. ვინც მოქმედებს კანონის ფარგლებში, არაფერი, ხოლო ვინც კანონს არღვევს, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც არის ამ კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები