ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს

 

    100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. პროექტის – „სამეფო ბაღები“ შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რამაც ზარალი მიაყენა ინვესტორს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება საჯარო კონკურსი არქიტექტურულ პროექტებზე. სპეციალური საბჭო შეარჩევს 3 პროექტს, რომელთაგან საუკეთესოს წლის ბოლოს თავად ინვესტორი აირჩევს. პროექტის განმახორციელებელია შპს „აპოლო გ“, რომელიც „კემპინსკის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ უზუსტობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, მცდარია.
“სახელმწიფო არ გეგმავს არანაირი ახალი შემზღუდავი რეგულაციების დაწესებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის. შესაძლოა მსგავსი ინციატივა მოდიოდეს ასოციაციებისა და კერძო წყაროებისგან. სახელმწიფოს არა გააჩნია მსგავსი მიზანი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები