“ოპოზიციის გარკვეული “ლიდერები” ცდილობენ, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისკენ წაიყვანონ ახალგაზრდები, რათა შემდგომში სპეკულაციის ახალი სუბიექტები გააჩინონ” – ქადაგიშვილი

“ოპოზიციის გარკვეული “ლიდერები” ცდილობენ, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისკენ წაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ახალგაზრდები, რათა შემდგომში სპეკულაციის ახალი სუბიექტები გააჩინონ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – არ იცის, სიტუაცია როგორ გაამწვავოს და ახლა გადაწყვიტეს, რომ იქნებ გზების, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის, ჩახერგვით მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია.

ეს კანონით დასჯადია – უკვე არამხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დგება. საინტერესო სწორედ ის გახლავთ, რომ ოპოზიციის გარკვეული “ლიდერები” ცდილობენ, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისკენ წაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ახალგაზრდები, რათა შემდგომში სპეკულაციის ახალი სუბიექტები გააჩინონ,” – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები