აზერბაიჯანში, აღჯაბედში, საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი არასრულწლოვანი, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული ერთი ოჯახის წევრია.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, მიმდინარეობს გამოძიება.