ზაალ ანჯაფარიძე: დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას, დაიწერება ბევრი ჯარიმა, ზოგიერთები ციხის ნარებზე მოხვდებიან
დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “ფსევდო ელიტა” ისევ აკვნესდება, ბავშვებს ხელი არ ახლოთო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ტელეკამერებთან იპოზიორებენ, ზოგიერთი კანონდამრღვევი კი ციხეში მოხვდება.
“დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას.
“წითელი ნომენკლატურული ფსევდო ელიტა” ისევ აკვნესდება – “ბავშვებს ხელი არ ახლოთ!”
ოპოზიციის ლიდერები მივლენ და ტელეკამერებთან იპოზიორებენ.
დაიწერება ბევრი ჯარიმა,
ზოგიერთები ციხის კარებზე მოხვდებიან,” – წერს ანჯაფარიძე.