“მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები უზნეობაში ასწრებენ ერთმანეთს, ცალკე ზურაბიშვილი, ცალკე თორნტონი” – მათიკაშვილი
“ლორა თორნტონს შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით, ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც თორნტონმა პროტესტის ნიშნად ქართველ ფერმერებს სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს წარმომადგენლები საკუთარ უზნეობაში ასწრებენ ერთმანეთს, ცალკე ზურაბიშვილი, ცალკე ეს ქალბატონი. მას შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით. ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.