დავით მათიკაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს, განხორციელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი სისტემური გამოძიება და მათთვის კონკრეტული ადეკვატური სახელის დარქმევა იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანი, რომლის მუშაობაც იქნება გამჭვირვალე, „- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია გამოიძიებს სისტემური თვალსაზრისით არსებულ ყველა უმძიმეს დანაშაულს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი სისტემური გამოძიება და მათთვის კონკრეტული ადეკვატური სახელის დარქმევა იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანი, რომლის მუშაობაც იქნება გამჭვირვალე. ის გამოიძიებს სისტემური თვალსაზრისით არსებულ ყველა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ იყო ჩადენილი საქართველოში. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის იქნება აშკარა და გამჭვირვალე და, ბუნებრივია, რომ ამ შედეგებს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს, განხორციელდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისია „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. ექვს თვეში მომზადდება სამართლებრივი შეფასება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას შეახსენონ, რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები