ორბანი: თუ ბრიუსელი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში არ დაეხმარება, ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ დავბლოკავ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში.

ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ მიუღებელია.

„მიუღებელია, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებაზე ცენტრალური ევროპისკენ, რითაც იწვევს გაზის ფასების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ყველაფრის, მათ შორის საწვავის გაძვირებას იწვევს. ამიტომ, სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზულად და მკაცრად ვთქვათ – თუ ისინი ამას არ შეცვლიან, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთ. ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს, ჩვენ არა მხოლოდ დავაყენებთ სანქციების გაუქმების საკითხს, არამედ გავაუქმებთ კიდეც მათ“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ ევროკომისიამ უზრუნველყოს ისეთი პირობები, რომლებიც არ დააზარალებს უნგრელი მოქალაქეების ინტერესებს და არ გამოიწვევს ფასების შემდგომ ზრდას.

სანქციების განახლება საჭიროებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები