რობერტ ფიცო “ქართულ ლეგიონს” სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში ჩართვაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ “ქართული ლეგიონი” და მისი ლიდერი, მამუკა მამულაშვილი სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

ფიცომ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, ასოციაცია „მშვიდობა უკრაინისთვის“ საზოგადოებრივი პროტესტის აპოლიტიკურ ორგანიზატორებს, კავშირები აქვთ “ქართულ ლეგიონთან” (სამხედრო ნაწილი, რომელიც ძირითადად შედგება საქართველოდან ჩასული მოხალისეებისგან, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის მხარეს რუსეთთან ომში).

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, “ქართულ ლეგიონს” უკრაინის კონტრდაზვერვა აკონტროლებს და დასძინა, რომ მამულაშვილი არის ერთ-ერთი პირი, რომელიც სლოვაკეთმა შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, სლოვაკეთის უშიშროების საბჭომ განიხილა სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურის (SIS) ანგარიში, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას სლოვაკეთის დესტაბილიზაციის სავარაუდო მცდელობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები